
ამერიკის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა USAID-ი, ამხელა საერთაშორისო ორგანიზაცია, გააუქმა და მიზეზად პირდაპირ ჩაწერა აღმასრულებელ ბრძანებაში, რომ USAID-ი ემსახურებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკის ჩარევებში დაფინანსებას და ეს იყო ანტიევროპული, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის გეგმას, რომელიც „ენჯეოებისა“ და მედიისთვის 600%-ით დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.
„დიფ სთეითი“ თუ ადრე ახერხებდა რაღაცნაირად დაემალა თავისი მიზნები, დღეს ვეღარ ახერხებს და აღარც ცდილობს თავისი მიზნები დამალოს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში თავიანთი წარმომადგენლები დააფინანსოს ე.წ. ენჯეოების სახით და მერე ამის მიხედვით სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩაერიოს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროკომისიის გეგმას, რომელიც „ენჯეოებისა“ და მედიისთვის 600 პროცენტით დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს, აკრიტიკებენ ბრიუსელში. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ამბობენ, რომ ბრიუსელი ცდილობს USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნილი დეფიციტის შევსებას და აქტივისტების ქსელის დაფინანსების გაზრდას.