რეზონანსი
12.01.2026

უკრაინის პრეზიდენტს ამ ომში კარტები არ აქვს, მას ერთადერთი ვინმე ჰყავს, დონალდ ტრამპი, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა აშშ-ს პრეზიდენტს შეახსენა მისი სიტყვები, რომ უკრაინას კარტები არ აქვს და ტრამპს ჰკითხა, ფიქრობდა თუ არა იმავეს. საპასუხოდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ იცის, ტრამპის გარეშე ეს ომი კატასტროფა იქნებოდა.

„თუ მას არ ეყოლებოდა დონალდ ტრამპი, ეს ომი იქნებოდა კატასტროფა. მან და ევროპელმა ლიდერებმა ამის შესახებ იციან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. არ მაქვს განსაზღვრული დრო, მსურს რომ ეს ომი დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპს ასევე ჰკითხეს უკრაინაში ომის დასრულების 20-პუნქტიანი გეგმაზე, უფრო კონკრეტულად, რა იქნებოდა აშშ-ს მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ამ გეგმას დაარღვევდა. კითხვაზე ტრამპს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა, მისი თქმით, არ ფიქრობს, რუსეთი უკრაინაში ხელახლა შეიჭრება.

„თუ მე არ ვიქნებოდი ამაში ჩართული, ამ შეთანხმებას არ ექნებოდა შანსი, ასევე რუსეთს მთელი უკრაინა ექნებოდა აღებული, რაც თავდაპირველი სურვილი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×