
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიაში ლიდერებს შორის უთანხმოებაა თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნაცვლად, ლევან სანიკიძეს განიხილავს და ამ თემაზე კონსულტაციებს გადის. პარტიის წევრები მედიასთან ადასტურებენ, რომ პარტიაში პრობლემებია.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გეგმები არ აინტერესებთ.
"საერთოდ არ მაინტერესებს თუ რა გეგმები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", რა გადაწყვეტილებას იღებენ, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელებს და გვარებს, ვინ იქნება, ვინ სად იქნება და ვინ როგორ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ არიან მოღალატეები, ქვეყნის მტრები, იმართებიან გარედან და მათი მხრიდან ყველა გაკეთებული განცხადება, გადადგმული ნაბიჯები არის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ", - აცხადებს კახა კალაძე.