
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გურიაში მომხდარ ფაქტს ეხება, მიზანმიმართულ ტყუილს უწოდებს. საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ოზურგეთში ე.წ. ქურდულ გარჩევას, პოლიციელი ხელმძღვანელობდა და ფაქტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
"გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად აცდენილია რეალურ ფაქტებს და მიზანმიმართულ ტყუილს წარმოადგენს.
მიზანმიმართული ტყუილია თემაში "კანონიერი ქურდების" ფაქტორის შემოტანა. ტყუილია ინფორმაცია ჩხუბში პოლიციელის მონაწილეობის შესახებ, თუმცა ის მართლაც წარმოადგენს სხვა უწყების თანამშრომელს. ტყუილია ინფორმაცია მისი მხრიდან სამსახურებრივი იარაღის გამოყენებისა და გასროლის შესახებ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ინფორმაციის გამავრცელებელ საინფორმაციო საშუალებას ჩვენთვის ამ დრომდე კითხვით არ მოუმართავს.
რა მოხდა სინამდვილეში, ამასთან დაკავშირებით, გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, განცხადებას მალევე გავავრცელებთ," - აღნიშნეს უწყებაში.