რეზონანსი
11.01.2026

 ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის, თირკმლის უკმარისობის გამო, დიალეზზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც, მათი მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები არიან.

წყაროების ცნობით, კადიროვი ჩეჩნეთში, საკუთარ საავადმყოფოში იმყოფება და ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

უკრაინული მედია წერს, რომ კრემლი მის თანამდებობაზე პოტენციურ კანდიდატებს განიხილავს.

ცნობისთვის, 2023 წლის სექტემბერში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ კადიროვი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ორი დღის შემდეგ, სოციალურ მედიაში კადიროვის ვიდეო გამოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×