რეზონანსი
11.01.2026

 მომდევნო დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ზამთრის კურორტებზე თოვლიანი ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ. აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდებია უნალექო ამინდი, ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი და თოვლი. 14 იანვრიდან კი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს.

„მთის კურორტებზე დღეს უნალექო ამინდია, ხვალისთვის შესაძლოა, მცირე თოვლი აღინიშნოს. ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ქარბუქიც, რაც ძლიერ ქარს მოჰყვება. ხოლო 13-14 იანვარს თოვლია მოსალოდნელი", - განაცხადა „ქრონიკასთან" სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×