
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების საკითხს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას, გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდში.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდნენ.
"მხოლოდ ერეოდნენ ჩვენ შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ისინი მართავდნენ გარე ოპოზიციურ ძალებს, მიმდინარე პროცესებს, არეულობებს, დესტაბილიზაციას და რევოლუციის მცდელობებს საქართველოში - მაგას კრძალავს ამერიკის შეერთებული შტატები.
თუ ჰარმონიული ურთიერთობა აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რეალურად ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა და არ ქმნის პრობლემას, რატომ ტოვებს?!
ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ წლების განმავლობაში, რომ ჩვენი შიდა თუ გარე საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ ჩვენს ოპოზიციას, შესაბამისად, იმავეს ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.