რეზონანსი
11.01.2026

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფაჰლევიმ ირანელებს მიმართა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მზადაა, დაეხმაროს მათ.

„დღეს მსოფლიო თქვენი ეროვნული რევოლუციის გვერდით დგას და თქვენს გამბედაობას აფასებს. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი, ყურადღებით აკვირდება თქვენს მამაცობას. მან განაცხადა, რომ მზად არის, დაგეხმაროთ. არ დატოვოთ ქუჩები. ჩემი გული თქვენთანაა. ვიცი, რომ მალე თქვენ გვერდით ვიქნები“, – განაცხადა ფაჰლევიმ.

ამასთან, ირანის ყოფილი შაჰის შვილმა აღნიშნა, რომ ირანს აღარ ჰყოფნის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მილიონობით დემონსტრანტს წინააღმდეგობას გაუწევენ.

„მომივიდა საიმედო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ისლამური რესპუბლიკა მძიმე დეფიციტის წინაშე დგას. ამ დრომდე ბევრმა შეიარაღებულმა და უსაფრთხოების ძალებმა დატოვეს სამუშაო ადგილები ან არ დაემორჩილენ ბრძანებებს“, – აცხადებს რეზა ფაჰლევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×