
საქართველო Numbeo-ს 2026 წლის ცხოვრების ღირებულების ინდექსში 155 ქვეყანას შორის 116-ე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ცხოვრების ღირებულების ინდექსი საქართველოზე მაღალია სომხეთში (87-ე ადგილი), თურქეთსა (93-ე ადგილი) და რუსეთში (104-ე ადგილი), ხოლო დაბალია - აზერბაიჯანში (122-ე ადგილი).
ინფორმაციისთვის, Numbeo-ს ცხოვრების ღირებულების ინდექსი ითვალისწინებს ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრების ღირებულებას, სურსათისა და საცხოვრებლის ფასებს, დანაშაულის დონეს, ჯანდაცვის ხარისხს, ტრანსპორტის ხარისხსა და სხვადასხვა მიმართულებებს. რეიტინგი ემყარება მომხმარებელთა შეფასებას.
ქვეყნები, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირი-იაფია
რეიტინგის მიხედვით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ცხოვრება ყველაზე ძვირია ბერმუდის კუნძულებზე, მას კი მოსდევს კაიმანის კუნძულები და აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები.
უფრო კონკრეტულად, ცხოვრება შედარებით ძვირია შემდეგ ქვეყნებსა და კუნძულებზე:
ბერმუდის კუნძულები;
კაიმანის კუნძულები;
აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები;
შვეიცარია;
სოლომონის კუნძულები;
ისლანდია;
ჯერზის კუნძული;
სინგაპური;
ნორვეგია.
ამასთანავე, რეიტინგში ბოლო ადგილი ერგო ლიბიას, მას კი მოსდევს ინდოეთი და პაკისტანი.
უფრო დეტალურად, 10 ქვეყანა, სადაც ცხოვრება შედარებით იაფია, ასე გამოყურება:
ლიბია;
ინდოეთი;
პაკისტანი;
ავღანეთი;
ეგვიპტე;
მადაგასკარი;
ნეპალი;
ბანგლადეში;
ირანი;
რუანდა.