რეზონანსი
10.01.2026

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ე.წ. კამიტით მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ამოეწურა, შესაბამისად, ცდილობენ, ვენესუელაში, ნეპალში ან ირანში მიმდინარე პროცესებმა, სხვაგვარი აღქმა პოვოს საზოგადოების იმ ნაწილში, „რომელიც აპროტესტებს რაღაცას, მაგრამ, გაუგებარია მათი პროტესტი, ვინაიდან, არც არჩევნები გაყალბებულა, არც საგარეო კურსი შეცვლილა და ეს ყველამ კარგად იცის".

მისი განცხადებით, ერთი წლის შემდეგ, ე.წ. მოწამვლის არგუმენტებია, რომ თუთიყუშს ბუმბული დასცვივდა და ძაღლი ორი კვირის მანძილზე, პატრონს ვერ ცნობდა.

„მოწამვლის თემა, ერთი წლის შემდეგ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო სიუჟეტი, თითქოსდა ქართველ ოპოზიციონერ მედიკოსებზე დაყრდნობით. არც მათ უთქვამთ რამე ასეთი, არანაირი ანალიზი არ ჩატარებულა და ერთი წლის შემდეგ, ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და მეორეა, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა ორი კვირის განმავლობაში. ამას სარკაზმით არ ვამბობ, სხვა ვერაფერი არგუმენტი, ვერავინ წარმოადგინა. გამოძიების მასალები კომპეტენტურმა სტრუქტურამ მოამზადა, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს, გაეცნოს და მიხვდება, რომ სამწუხაროდ, არის აუცილებლობა, რომ გამოყენებული იყო გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია. სამწუხაროა, რომ ამ ნივთიერების გამოყენების წინაპირობა შეიქმნა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×