რეზონანსი
10.01.2026

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, სებასტიან ლეკორნუმ შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, რომ მარტის თვეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა შეისწავლოს. გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, მუნიციპალური არჩევნების დროს, 15 და 22 მარტს ჩატარდეს.

წყაროების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ განაცხადეს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის მოთხოვნას გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×