რეზონანსი
10.01.2026

ევროპულ პოლიტიკაში აშკარა ხდება ერთი ტენდენცია: გარკვეული ჯგუფებისთვის დემოკრატია ღირებულებაა მხოლოდ მაშინ, როცა შედეგი მათ იდეოლოგიურ გემოვნებას ემთხვევა. იააკ მედისონის შეფასება ALDE-ის შესახებ სწორედ ამ წინააღმდეგობას უსვამს ხაზს, და გულწრფელად რომ ვთქვა, რთულია მას არ დაეთანხმო - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, ALDE-ს მოქმედება ხშირად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამოუკიდებელი სახელმწიფოები კი არა, გარკვეული იდეოლოგიური მიმართულების ფილიალები იყვნენ.

„ევროპულ პოლიტიკაში, აშკარა ხდება ერთი ტენდენცია: გარკვეული ჯგუფებისთვის დემოკრატია ღირებულებაა მხოლოდ მაშინ, როცა შედეგი მათ იდეოლოგიურ გემოვნებას ემთხვევა. იააკ მედისონის შეფასება ALDE-ის შესახებ სწორედ ამ წინააღმდეგობას უსვამს ხაზს , გულწრფელად რომ ვთქვა, რთულია მას არ დაეთანხმო.

ALDE იქცევა ისე, თითქოს ევროკავშირის ქვეყნები სუვერენული სახელმწიფოები კი არა, იდეოლოგიური ფილიალები იყვნენ. როცა ამომრჩეველი იღებს „არასწორ“ გადაწყვეტილებას, პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: მორალური ლექციები, ზეწოლა და დემოკრატიის სახელით, დემოკრატიისვე გაუფასურება. არჩევნების შედეგების იგნორირება და ხალხის ნების გადაფარვა ვერანაირად ვერ შეეთავსება ლიბერალურ ღირებულებებს, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო ეს სიტყვები.

არანაკლებ პრობლემურია მედიის ქცევა. ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტიკის ნაწილი უკვე აღარ ცდილობს ნეიტრალიტეტს, ისინი უბრალოდ მხარეს ირჩევენ. როდესაც პარტიას, რომელსაც საზოგადოების თითქმის ნახევარი უჭერს მხარს, ყოველგვარი კონტექსტისა და ანალიზის გარეშე „ულტრამემარჯვენეს“ უწოდებ, ეს აღარ არის ინფორმირება. ეს არის იარლიყის მიწებება და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია.

ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ სწორედ ეს წრეები ლაპარაკობენ ტოლერანტობაზე, პლურალიზმსა და მრავალფეროვნებაზე, მაგრამ რეალურად ვერ იტანენ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. განსხვავებული პოზიცია მათთვის საფრთხეა და არა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილი.

არასწორია ALDE-ეს მიდგომა, როცა იდეოლოგია დგას ხალხის ნებაზე მაღლა, რის გამოც ხალხის მიერ გამოხატული ნება მათი კრიტიკის საგანი ხდება, რადგან ის (ნება) მათ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. რაც დემოკრატიას აზიანებს.“ - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×