რეზონანსი
10.01.2026

ვფიქრობ, რომ განცხადებები უფრო ადრეც უნდა გაკეთებულიყო ევროპელი ლიდერებისგან, იმიტომ, რომ სიღრმეში შევიდა ეს ომი - ომი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მიწასთან გაასწორა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო, გააჩანაგა მისი უამრავი ქალაქი და პირისაგან მიწისა აღგავა უამრავი დასახლებული პუნქტი, - ასე ეხმიანება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებას - „ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს“.

სოსიაშვილის განცხადებით, აღნიშნული განცხადებები უკვე დაგვიანებულიც კია, რამდენადაც დიალოგს და მაგიდასთან დაჯდომას ალტერნატივა არ აქვს.

„შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება დაგვიანებულიც კი არის, იმიტომ რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ცეცხლის შეწყვეტას, დიალოგს, ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ყველა ომს გააჩნია თავისი პრევენციული ქმედებები და შემდეგ დაზავებაც და დაზავება დაგვიანებულიც კია, როცა ამდენი ადამიანი იხოცება შენს თვალწინ, კეთილი ნება უნდა იბოძო, როგორც ქვეყნის ლიდერმა, დაჯდე და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც წაადგება ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროპამ რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×