რეზონანსი
10.01.2026

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ბრიუსელის მიერ „ენჯეო“ სექტორისთვის 8 მილიარდის გადარიცხვის საკითხს ეხმიანება. სოსიაშვილის განცხადებით, საუბარია წარმოუდგენლად დიდ თანხაზე, რომელსაც აქვს ერთადერთ დანიშნულება, რომ გამოკვებონ აგენტურულ ძალა, რათა მათ შემდეგ ხალხში რევოლუციური სცენარები გააღვიძონ.

„იმ ფონზე, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ USAID-ზე ღიად თქვა, რომ ეს არის ორგანიზაცია, მავნებლურ საქმიანობას ეწოდა და უამრავ ქვეყანაში აფინანსებდა ე.წ ფერად რევოლუციებს, გადატრიალებებს, არჩეული ხელისუფლებების მიმართ რევოლუციურ გამოხტომებს, USAID-ის მავნებლური საქმიანობის ჩანაცვლებას აპირებენ ახლა ევროკავშირის ეს ბიუროკრატები, რომლებიც ასე უღვთოდ ძარცვავენ ევროპის მოსახლეობას. საიდან არის ეს თანხა კითხვა იბადება, ეს არის ევროპელი გადამხდელების თანხა, რომელიც მიემართება მათი მხრიდან აი, ამ აგენტურული ძალების დაფინანსებისკენ, რათა მოახდინონ არეულობა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში და თავიანთი სასურველი აგენტურული ძალა მოიყვანონო. მთავარი ის არის, რომ მათ ვერ შეძლეს ამის განხორციელება. წარმოუდგენელ თანხაზეა საუბარი 8 მილიარდზე და 600 %-იან ზრდაზე, რომელიც უნდა წავიდეს გიგაურების და სხვა „ენჯეოების“ ჯიბეებში. მათ ქართველი ხალხის ბედი კი არ ადარდებთ, რომ რაიმე პროგრამა დააფინანსონ, საზოგადოების განვითარებას ხელი შეუწყონ, მათი მთავარი მიზანი არის, ამ აგენტურული ძალების გამოკვება, რომ როგორმე ამ ფულით წყურვილი გაუღვიძონ, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ და მოახდინონ რევოლუცია სცენარის სისრულეში მოყვანა, მაგრამ აღარავინ იჯერებს ამ ყველაფერს, სახეზეა მათი ქმედება და ბუნებრივია, რომ აღარ ეყიდებათ ეს იაფფასიანი ტყუილები“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ევროკომისია „ენჯეოებისა“ და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების, თითქმის 600%-ით გაზრდას გეგმავს. საერთაშორისო მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. თუმცა, თანხის გადანაწილების მექანიზმი გაურკვეველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×