რეზონანსი
10.01.2026

„ოქროს ბირჟის“ დირექტორის, ნანა სონგულიას განცხადებით, „ოქროს კიდობნის“ შენობაში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, ყველა მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს. რაც შეეხება უშუალოდ, სართულს, სადაც ცეცხლი იყო, იქ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ოქროს ბირჟა“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, აქ არაფერი დაზიანებულა, არც არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა მესამე სართულზე, სავარაუდოდ, კაფის ტერიტორიაზე, რომელიც დროზე იქნა ლიკვიდირებული. ზარალი ჯერჯერობით უცნობია, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, არავის უშვებენ. ფართი დაახლოებით, 300 კვ მეტრამდე დაიწვა“, - განაცხადა სონგულიამ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი წუხელ გაჩნდა. ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×