რეზონანსი
10.01.2026

ესტონელი ევროპარლამენტარი, ესტონეთის „ცენტრისტული პარტიის“ წევრი იააკ მედისონი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს ევროპისთვის (ALDE) აკრიტიკებს და ამბობს, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას არ აინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი იდეოლოგია.

„ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, ​​რომ „ჩვენ არ მოგვწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია“, - განაცხადა მედისონმა.

როგორც ესტონელმა კანონმდებელმა განმარტა, აღნიშნულის გამო, მისმა პარტიამ 2024 წლის სექტემბერში ALDE დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×