
45 გარდაცვლილი და 2000 - ზე მეტი დაკავებული - ირანში საპროტესტო ტალღა სულ უფრო იზრდება. გასული ორი ღამე ირანელებისთვის ყველაზე სისხლიანი იყო. რეჟიმის პოლიციამ მინიმუმ 13 მშვიდობიანი მოქალაქეე ჩაცხრილა, მათ შორის 8 არასრულწლოვანია, თუმცა, ადგილობრივი ირანელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტია.
ორკვირიანი მზარდი უწყვეტი აქციების მიუხედავად, ალი ხამენეი უკან დახევას არ აპირებს. ირანის სულიერი ლიდერის წინააღმდეგ პროტესტი 31 რეგიონსა და 109 ქალაქში მიდის. ქუჩები ცეცხლის ალშია გახვეული. ქალაქ მაშადში ხალხმა სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა და დახია. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ეს არა ირანის, არამედ, აიათოლას რეჟიმის სიმბოლოა. ირანის ჯერ კიდევ მოქმედი ლიდერი პროეტესტის მიღმა ამერიკას ხედავს და ტრამპს ირანელების სისხლისღვრაში ადანაშაულებს.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თეირანსა და ისპაჰანში. პროტესტის საპასუხოდ რეჟიმმა ყველა სახის კომუნიკაცია გათიშა. ირანელები ინტერნეტის გარეშე არიან დარჩენილები, ფუნქციორებს მხოლოდ ერთი ტელევიზია.
ირანიდან დევნილი ტახტის მემკვიდრე დასავლეთს შველას და შტატებს ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგ ზომების მიღებას სთხოვს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.