
აშშ-ში პოლიციამ 22 წლის ქართველზე, რობა გასიტაშვილზე ძებნა გამოაცხადა. როგორც CBS NEWS ავრცელებს, ის ახალი წლის ღამეს პენსილვანიის შტატში ავტოსადგომზე ქვეითებს დაეჯახა.
პოლიციის დეპარტამენტის მიერ ამ კვირაში გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ფილადელფიის მკვიდრ 22 წლის რობა გასიტაშვილს ბრალი ედება მკვლელობის მცდელობაში, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმასა და გაუფრთხილებლად სხვა პირის საფრთხეში ჩაგდებაში.
პოლიციის ცნობით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ 2026 წლის 1-ელ იანვარს დაახლოებით ორ საათზე, თეთრი "ფოლკსვაგენი" ბასტლეტონ პაიკზე მდებარე Hive Lounge-ის ავტოსადგომზე მოძრაობდა, რა დროსაც სამ ქვეითს დაეჯახა.
პოლიციის თქმით, ავტომობილი ახლომდებარე მაღაზიასთან იპოვეს, ის გასიტაშვილის სახელზე არის რეგისტრირებული.