რეზონანსი
09.01.2026

ვრცელდება 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების ვიდეორგოლი, სახელწოდებით „ქიმიური მოწამვლის საქმე“, სადაც ისინი აცხადებენ, რომ აქციებზე, სამართალდამცავების მიერ სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდათ.

აღსანიშნავია, რომ პირები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აქციებზე დაზარალდნენ, დასავლეთს სთხოვენ დახმარებას საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასა და მათ „მოწამვლაში“ მონაწილე ადამიანების დასჯაში.

„დასავლელ მეგობრებს მინდა ვთხოვო, დაგვეხმარონ, გავარკვიოთ რით მოგვწამლეს, დასაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო“; „ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვთხოვ, რომ გამოიძიონ ეს ყველაფერი, რადგან საქართველოში სრულფასოვან და სამართლიან გამოძიებას ვერასდროს ვეღირსებით“, - აცხადებენ ძალადობრივი აქციის მონაწილე პირები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×