რეზონანსი
08.01.2026

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხორხე როდრიგესი აცხადებს, რომ ქვეყანაში უცხოელი და ვენესუელელი პატიმრების მნიშვნელოვანი ნაწილი უახლოეს საათებში გათავისუფლდება.

როდრიგესის თქმით, გათავისუფლება, რომელსაც ქვეყნის ოპოზიცია ითხოვდა, მშვიდობის ჟესტია და ქვეყანას პოლიტიკურ სტაბილურობას მოუტანს.

„მთავრობამ, სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად, გადაწყვიტა პატიმრობაში მყოფი ვენესუელელი და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება. ეს პროცესი მალე დაიწყება", - განაცხადა როდრიგესმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×