რეზონანსი
07.01.2026

ასეთი ევროკავშირის წევრობა არ გვინდა ჩვენ, რასაც ვუყურებთ ბრიუსელს. ჩვენ გვინდა, რომ შეიცვალოს ბრიუსელი, იყოს დემოკრატიული, სუვერენიტეტის პატივისმცემელი, იყოს ევროპული ღირებულებების პატივისმცემელი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპული ცივილიზაციის საფუძველში ქრისტიანობა დევს და როდესაც ამ იდეოლოგიას აყალბებ და ქმნი ყალბ ალტერნატიულ იდეოლოგიას, ევროკავშირი უკვე ევროპა აღარ არის.

„სამწუხაროდ, ევროპული კავშირი დღეს მხოლოდ სახელით არის ევროპული და სულ უფრო ნაკლებად რჩება მასში ევროპული ცივილიზაციის ნიშნები ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატების წყალობით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×