რეზონანსი
31.12.2025

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს ამზადებს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიუსელი გეგმავს ფიზიკური და იურიდიული პირების სასანქციო სიის გაფართოებას. მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ და აქტივებს გაუყინავენ.

„გეგმაშია - გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება და ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გაყინვა, კერძოდ, მათი, ვინც, ბრიუსელის აზრით, პასუხისმგებელია ბავშვების გატაცებასა და მათ იდეოლოგიურ აღზრდაზე“, - აღნიშნულია სტატიაში.

გარდა ამისა, როგორც Die Welt-ი წერს, ბრიუსელი დამატებითი სექტორული სანქციების დაწესებასაც განიხილავს. ევროპელი დიპლომატები საუბრობენ იმაზე, რომ, შესაძლოა, ევროკავშირმა გააფართოოს სანქციები რუსულ საბანკო და ენერგეტიკულ სფეროებზე და ამოკეტოს ის ხვრელები, რომლის მეშვეობითაც რუსეთი დღესდღეობით სანქციებს გვერდს უვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×