
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა სქემა, რომელიც, მათივე მტკიცებით, გამოყენებული იყო ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმაში მონაწილე უკრაინული დრონების გასანადგურებლად.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს საზენიტო კომპლექსებით. მათივე მტკიცებით, უკრაინული დრონები სუმის და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაუშვეს. ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმოადგინა მათ მიერ ჩამოგდებული უპილოტოების ამსახველი ვიდეოც.
29 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინა 91 დრონით დაესხა თავს ნოვგოროდში მდებარე ვლადიმირ პუტინის რეზიდენციას. ამ შეტევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას აცნობა თავად პუტინმაც.
კიევში რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ტყუილი უწოდეს. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, მტკიცებულება, რომ უკრაინამ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა, არ არსებობს.