
ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალაიას ციხეში სატელეფონო ზარების, წერილებისა და პაემნების უფლება შეუზღუდეს, თავად კი, როგორც მისი ადვოკატი, მეუღლესთან არ შეუშვეს. საკითხთან დაკავშირებით, ნადარეიშვილისთვის კითხვების დასმა სცადა „კურიერმა“, თუმცა მან შეკითხვებს არ უპასუხა.
„ტელეკომპანია რუსთავი 2“ არის „ოსტანკინოს“ სატელიტი ტელევიზია. არ ვთანამშრომლობ რუსებთან“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
ახალაიას მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ სპეკულაციად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს. ბაჩო ახალაიასთან ერთად, 25 დეკემბერს, ანი ნადარეიშვილიც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მას ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს თუ მოწმის. შესაბამისად, იქმნება ინტერესთა კონფლიქტი. „ქართულ ოცნებას“ კითხვები აქვს ანი ნადარეიშვილის საადვოკატო საქმიანობაზეც.