რეზონანსი
31.12.2025

2026 წელი უკვე დადგა კირიბატიზე. პირველ ახალ წელს სწორედ წყნარ ოკეანეში მდებარე შობის კუნძულზე და ტონგაზე შეხვდნენ.

საქართველოს დროით 15:00 საათზე ახალი წლის შემოსვლას იზეიმებენ ახალი ზელანდიის ნაწილში და სამოაში. ამის შემდეგ, ახალი წელი დადგება ავსტრალიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდოეთში.

ახალი წლისთვის სამზადისია ნიუ-იორკის თაიმს-სქუერზე. ტრადიციულად, ნიუ-იორკის ცენტრში ახალი წლის დადგომისას ბროლის ბურთი დაეშვება. ეს ცერემონია ნიუ-იორკში 1907 წლიდან ტარდება და მას უამრავი მაყურებელი ჰყავს. ყველაზე გვიან კი, ახალ წელს ამერიკის სამოაზე შეხვდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×