რეზონანსი
31.12.2025

გამოცემა Politico-ს ცნობით, ბრიუსელის ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, 2025 წელს უკრაინას ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე რეალური წინსვლა არ განუცდია. როგორც Politico იუწყება, ევროპელი ჩინოვნიკები 2026 წელს უყურებენ, როგორც „მორიგი დაპირებების წელს“, მაშინ როცა საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება კვლავ არ ხდება.

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირის გაფართოებისა და მასში უკრაინის გაწევრიანების თემა ბრიუსელის მომავალი წლის ერთ-ერთი მთავარი „რეზოლუცია“ იქნება, თუმცა პროცესი ევროკავშირში არსებული შიდა დაპირისპირებისა და უკრაინაში გადაუჭრელი პრობლემების გამო გაჭედილია.

„ევროკომისიის გაფართოების შესახებ ბოლო ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ კლასტერული მოლაპარაკებები 2025 წელს „რაც შეიძლება სწრაფად“ უნდა დაიწყოს, მიუხედავად მოწოდებებისა, რომ კიევმა კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში რეფორმების გატარება უნდა დააჩქაროს“, - წერს Politico.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სფეროში გასატარებელი რეფორმები და ანტიკორუფციული პოლიტიკა მთავარ დაბრკოლებად რჩება. ამ მოთხოვნებს ფორმალურად აღიარებენ კიევში, თუმცა მათი შესრულება არ ხდება, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკური ნება სუსტდება.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქმე წინ არ მიიწევს. ამბიციური მიზანი მოლაპარაკებების 2028 წლისთვის დასრულების თაობაზე არარეალური ხდება“, - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ცალკეა მოთხრობილი ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიციაზე, რომელიც მოლაპარაკებების დაწყების ტექნიკურ საკითხებსაც კი ბლოკავს.

„უნგრეთის ვეტომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპიც კი გაყინა. საუბარია კლასტერებზე - თემატურად დაყოფილ საკითხებზე, რომელიც წევრობის კანდიდატებმა უნდა შეასრულონ. წელს პირველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა შეეცადა კვალიფიციური უმრავლესობით უკრაინის მიერ საკვანძო სფეროებში მიღწეული პროგრესის შეფასება დაეწყო, თუმცა ეს ინიციატივაც კოპენჰაგენში გამართული არაფორმალური სამიტის დროს ჩავარდა“, - წერს გამოცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×