
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.