რეზონანსი
24.12.2025

ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის რამდენიმე უძრავ ქონებას ყადაღა ადევს. ამის შესახებ მან საქართველოს პროკურატურასთან მისვლის შემდგომ განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ლილუაშვილის სახელზე არსებულ რამდენიმე უძრავ ქონებას, მათ შორის, მის სახელზე რეგისტრირებულ ბინას, ყადაღა, დაახლოებით, ორი თვის წინ დაედო. ადვოკატის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, „ლილუაშვილის ძვირადღირებული ქონება დაყადაღებულია და მისი გირაოთი ჩადება სამართლებრივად შეუძლებელია“.

„უძრავ საშუალებას, მის სახელზე რეგისტრირებულ ბინას ადევს ყადაღა. ეს ყადაღა დადებულია, როდესაც გამოძიება დაიწყეს. მე ვიცი, რომ უძრავ ქონებას ადევს ყადაღას. ზუსტად მაგ მასალებს არ გავცნობილვარ, მაგრამ დაახლოებით ორი თვის წინ [დაადეს ყადაღა]. ჩამონათვალი არც თუ ისე დიდია. თქვენ შეგიძლიათ მისი ქონებრივი დეკლარაცია ნახოთ და იქ გამოჩნდება. რამდენიმე უძრავი ქონებაა, ერთი მეტ-ნაკლებად ბოლოს შეძენილი, თბილისში, სადაც ცხოვრობდა და დანარჩენი ისეთი არაფერი. სხვა რაღაც განსაკუთრებული მე არ მახსოვს. ლილუაშვილის ძვირადღირებული ქონება დაყადაღებულია და მისი გირაოთი ჩადება სამართლებრივად შეუძლებელია.

მისი სახლიდან ამოღებული მასალებიდან, გუშინ არაერთხელ განვმარტე, არ იქნება შიგ ისეთი ინფორმაცია, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას რაიმე ფორმით ადასტურებდეს. რამდენიმე ცალი CD და მობილური ტელეფონია, რომლის პაროლიც კი ამოღების ოქმში არის დაფიქსირებული. მოგეხსნებათ, რა რთული გასახსნელია მობილური ტელეფონის პაროლი, თავად უთხრა. ჩვენი ვარაუდით და რწმენით, ის რაიმე კანონსაწინააღმდეგო და მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იქნება“, - განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან“.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის პოზიციაა, რომ სასამართლო ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×