რეზონანსი
19.12.2025

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სერბეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს დღეს სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლებს. მათ შორის შეხვედრა ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატში უკვე შედგა, რომლის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენციაც. მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვდა პრემიერს და ეროვნული კრების თავმჯდომარეს. დღის ბოლოს გვირგვინით შეამკო უცნობი გმირის მემორიალი. საქართველოს პრეზიდენტს სერბეთის პატრიარქმაც უმასპინძლა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძე აცხადებს, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში. 

„პრეზიდენტის ვიზიტი არის პირველი სერბეთში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში. მხარეები შეთანხმდნენ რომ ახლო მომავალში, საელჩოები გაიხსნება საქართველოში და სერბეთში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ამ ფორმატში უკვე დაწყებულია კონსულტაციები და მოლაპარაკებები“, - აცხადებს ლევან ბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×