რეზონანსი
18.12.2025

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში, ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი ავალას მთაზე დელეგაციის წევრებთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან - ირაკლი მეზურნიშვილთან, ირმა ზავრადაშვილთან, გურამ მაჭარაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ქეთევან კვინიკაძესთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ცერემონიის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×