რეზონანსი
18.12.2025

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის თემაზე გამართულ დებატებს აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი თითოეულ განცხადებას აანალიზებს.

„საქართველომ ერთი მარტივი მიზეზის გამოც განიმტკიცა სუვერენიტეტი. ადრე ერთი ევროპარლამენტარი რომ გამოვიდოდა, შეიძლებოდა, ქვეყანა დანგრეულიყო მისი არასამართლიანი განცხადების გამო. ახლა მთელი ჯგუფის, მათ შორის, ევროკომისიის, ევროპული საბჭოს თითოეულ განცხადებაზე ქართველი ხალხი თავის გადაწყვეტილებას იღებს, აანალიზებს თითოეულ განცხადებას, რომელიც არის არასამართლიანი საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით. ასე რომ, რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ, მათ აქვთ თავისი დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი არის მარტივი, რაც არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ვაპირებთ, ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მომზადებული ვიყოთ 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებული არის, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის შესახებ გამართულ დებატებზე გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ როგორც კრიტიკული, ისე მხარდამჭერი განცხადებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×