რეზონანსი
17.12.2025

ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს რაც შეეხება, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, რომ გარკვეულწილად ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავალთ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ევროკავშირის საბჭოს მოწოდებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“, ასევე, გამჭვირვალობის კანონები. ამ საკითხზე საუბარია ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტში, რომელსაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გაფართოებასთან დაკავშირებით აქვეყნებს.

„გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში ეს არის ის გამოწვევა, რომლის წინაშე ნებისმიერი ქვეყანა დგას იმისათვის, რომ ქვეყნის გარედან გარკვეული ჩარევები არ მოხდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. იმავდროულად ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს რაც შეეხება, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, რომ გარკვეულწილად ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავალთ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×