რეზონანსი
17.12.2025

დიდი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უკრაინულ ფონდს გადასცეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა.

„შემიძლია გამოვაცხადო, რომ ლიცენზიას გავცემთ „ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის გადაცემაზე, რომელიც გაყინულია 2022 წლიდან.

აბრამოვიჩისადმი ჩემი მესიჯი ასეთია: დრო მიდის, პატივი ეცით ვალდებულებებს, რომლებიც აიღეთ და ახლა გადაიხადეთ. თუ არ გადაიხდით, მზად ვართ სასამართლოს მივმართოთ, რათა ყოველი პენი ერგოს მათ, ვისი ცხოვრებაც პუტინის უკანონო ომით იქნა განადგურებული“, - განაცხადა სტარმერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×