რეზონანსი
17.12.2025

„ქართულ ოცნებას“ საჯარო გამოძიების ეშინია, რადგან ის გამოავლენს, თუ ვინ გასცა  მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციების დაშლისას ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენების დასადგენად საერთაშორისო გამოძიება ერთადერთი გზაა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლის დროს ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენების გამოსაძიებლად, BBC-ის რეპორტაჟის საფუძველზე.

„ქართულ ოცნებას“ საჯარო გამოძიების ეშინია, რადგან ის გამოავლენს, თუ ვინ გასცა  მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება. საჯარო გამოძიება ასევე დაადგენს, თუ როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების გვერდის ავლით.

ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კმაყოფილია ოთხდღიანი „გამოძიების“ შედეგებით, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებაზე სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად, ფაქტების გამოვლენის ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა“,  – წერს გიორგი გახარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×