რეზონანსი
17.12.2025

შეგიძლია, ერთი კითხვა დასვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი არ გასცა? თავიდან ბოლომდე ფორმულებიც იყო გამოტანილი, რომელი იყო გაზავებული და რა მოცულობით, ასე რომ, ეს თემა ამოწურულია- ასე მიმართა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს გიგა ფარულავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც წარმოადგინა დადგენილების პროექტი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირების თანამშრომელთა მხრიდან, შეკრების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„მეორე, თქვენმა კოლეგამ [თქვა] მხედველობის დაზიანება მივიღეო, მერე აქამდე მიგემართა შესაბამისი უწყებისთვის და დაზარალებულად გცნობდა თუ ამას დაადასტურებდი. ეს რა მასკარადია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას დააბრალეს, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ჩივის და მილიარდებს ითხოვს, ანალოგიური გზა გავიაროთ. ვიცი რასაც უკავშირდება თქვენი ეს მცდელობები, მაგრამ თავს შევიკავებ. უბრალოდ, აქ სპექტაკლის დადგმა არ გამოვა“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×