რეზონანსი
14.12.2025

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედის კვირა" იმ სამუშაოზე ისაუბრა, რომელიც ქართული ხორბლის UNESCO-ში წარსადგენად მიმდინარეობდა. ნინო წილოსანმა, რომელიც აღნიშნული სამუშაოების პერიოდში აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, აღნიშნა, რომ პროცესში კულტურის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული.

„გვჭირდებოდა კვლევები, ექსპედიციები, ვიდეო და ფოტომასალა იმის დასადასტურებლად, რომ ეს იყო უწყვეტი ტრადიცია, რომელიც 8 ათასი წლის მანძილზე ხორციელდებოდა და რომ პურის ცხობას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა როგორც რელიგიურ რიტუალებში, ასევე საყოფაცხოვრებო პროცესებში.

კულტურის სამინისტრო შესაბამისი თანამშრომლებით და სააგენტოებით აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, მათ შეკრეს მთლიანად ქართული ხორბლის ბარათი, რომელიც გაიგზავნა იუნესკოში.

შემდგომი ნაბიჯები არის ქართულ ხორბალთან დაკავშირებული პროგრამების დაფუძნება, იმ ფერმერების წახალისება, ვისაც ქართული ხორბალი მოჰყავს და რა თქმა უნდა, ამ აღიარების გამოყენება ტურიზმის პოლიტიკაში", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×