რეზონანსი
14.12.2025

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ბერლინში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით X-ზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოსთან ავლებს პარალელს.

თოფურია წერს, რომ როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს, ამ დროს გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის.

"მაშინ, როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკასა და სპრეის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს. ამავე დროს, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის. სად არის აქ თანმიმდევრულობა და სამართლიანობა?”- წერს ვახტანგ თოფურია.

ინფორმაციისთვის, ბერლინის პოლიციის ცნობით, ფრიდრიხშაინში გამართული შეკრების შემდეგ 25 ადამიანი დააკავეს და სხვა ნივთებთან ერთად პიროტექნიკა ამოიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×