
ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კონფერენციაზე თურქმენეთის ხელისუფალის მიერ არის მიწვეული, სადაც უამრავი ქვეყნის ლიდერია წარმოდგენილი, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესი გაგვაჩნია, რომელიც პრემიერ-მინისტრის მხრიდან მკაფიოდ იყო გაჟღერებული, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმა თქვა, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის განვითარების ხვალინდელი დღე მშვიდობა და თანამშრომლობაა, ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა.
„მოდით, საკითხს უფრო სერიოზულად მოვუგდეთ და არა, პროპაგანდისტულად. პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმზე იმყოფება, რომელსაც საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა და მან თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქმენეთი მაგალითია იმის, რომ მისი დამოკიდებულება, მისი ნეიტრალიტეტი და მისი საშუალება, რომ სხვადასხვა მიზნებისთვის შეკრიბოს ეკონომიკური და მშვიდობის ფორუმი, მისასალმებელია. ბუნებრივია, პრემიერი სწორედ ამ ფორუმში მონაწილეობს. იგი მიწვეულია თურქმენეთის ხელისუფალის მიერ და იქ უამრავი ქვეყნის ლიდერია წარმოდგენილი. ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესი გაგვაჩნია, რომელიც პრემიერ-მინისტრის მხრიდან მკაფიოდ იყო გაჟღერებული. აღნიშნა ოკუპაცია და თქვა, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის განვითარების ხვალინდელი დღე მშვიდობა და თანამშრომლობაა. კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა. „ფეისბუქში“ ჭორაობა – პრემიერმა რუსეთი თუ ახსენა, ვიღაცისთვის გულის მოსაფხანი ან გამაღიზიანებელი ფაქტორია. პრემიერმა საერთაშორისო არენაზე თქვა ის, რაც საქართველოსთვის მნიშვენლოვანია. ხაზი გაუსვა ოკუპაციის საკითხსაც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.