რეზონანსი
12.12.2025

ეს ჩვენთვის არახალია, ამას ველოდით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.

მისივე თქმით, საინტერესოა რა რეაგირება ექნება გერმანიას, რომელსაც გიორგი გახარია თავს აფარებს.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ საქმეზე გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტიპენდიატს პატიმრობაც აქვს მისჯილი. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით იყო, როდესაც ბატონმა გახარიამ 30 წამში სამჯერ შეცვალა ის ჩვენება, რომელსაც აძლევდა საგამოძიებო კომისიას. საინტერესოა რა რეაგირება ექნება იმ ქვეყანას, სადაც თავი აქვს შეფარებული ერთ-ერთ რიგით აგენტს. ზოგადად, მისი ყველა ქმედება, რომელიც გახმაურდა, საფუძვლიან ეჭვს იწვევდა და ამ ქმედებების უკან იდგა ჩვენი ინსტიტუციების რეპუტაციის შელახვა. სწორედ ეს მოხდა აქაც იმ დიდ სამართალდარღვევასთან ერთად, რომელიც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამავე თემაზე გიორგი გახარიას პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უტიფრობას უწოდებს.

“ძალიან რთულად არის მათი საქმე, ჩვენ ეს მათ ვუწინასწარმეტყველეთ [პარლამენტში] შემოსვლის დღიდან, ყოველთვის გავახსენებთ, რომ ყოველდღე თავისმართლების რეჟიმი იქნებიან. ეს უტიფარი განცხადებაც ზის ნაცმოძრაობის განცხადებების ვერტიკალში. არ აცნობიერებენ, რომ ასეთი განცხადებით საზოგადოებას აყენებენ შეურაცხყოფას”, - განაცხადა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×