რეზონანსი
11.12.2025

საქართველოში ავტომობილების 52% 20 წელზე მეტი ასაკისაა - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში. ამავე კვლევის მიხედვით, ავტოპარკის 29% 11-დან 20 წლამდე ასაკის მანქანებზე მოდის, 11% - 7-დან 10 წლამდე; 4%- 4-დან 6 წლამდე, ხოლო 3 წლამდე ასაკის მანქანების წილი ბაზარზე მხოლოდ 3%-ს შეადგენს.

„თუმცა, პირველად რეგისტრაციებში საშუალო ასაკის კლება და პრეპანდემიულ ნიშნულზე დაბლა ჩასვლა ფლოტის განახლებისკენ მიანიშნებს“, - აღნიშნულია კვლევაში.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის მიხედვით 55% 6-დან 10 წლამდე ასაკის მანქანებზე მოდის, 0-დან 5 წლამდე ასაკის მანქანების წილი 28%-ია, ხოლო 11 წელზე მეტის 16%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×