რეზონანსი
11.12.2025

„თუ ქმედება ის არის, რომ ვამბობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ეგრე მაშინ რომელიმე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის ლეგიტიმური პრემიერი. ან მაშინ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები, ან პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ისაუბრა.

მისივე განცხადებით ოპოზიცია ძალიან რთულ სიტუაციაშია და რეალობის აღქმა უჭირს.

„ჩვენ გადავეშვით იქ, საიდანაც უბრალოდ გვიჭირს შემოტრიალება. ჩვენ ვართ ძალიან რთულ სიტუაციაში და რეალობის აღქმა გვიჭირს. და რეალობა არის ის, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არის ქმედითი, ფაქტობრივი და ქმედითი ხელისუფლება.

ერთი მხრივ ოპოზიცია აკრიტიკებდეს ერთმანეთს და ამბობდეს, რომ შეუძლებელია ამათ მოიგონ და მაგალითად, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობდა, რომ შეუძლებელია ხაზარაძემ მოიგოს და ის სათამაშო პარლამენტს გვთავაზობდა. რატომ იყო ის სათამაშო პარლამენტი, თუ არჩევნები 2024 წელს ოპოზიციამ მოიგო. მაშინ ის იყო ლეგიტიმური პარლამენტი. რატომ ვაკრიტიკებთ ოპოზიციის ლიდერებს ან პოლიტიკურ პარტიებს, ამ ხალხმა თუ მოიგო 2024 წლის არჩევნები, მაშინ არიან ქმედითები, მაშინ ყველაფერი ისე უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს ხალხი არის ლეგიტიმური და არჩევნებს იგებს, ან რაღაც სხვანაირად არის“-განაცხადა ობოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×