
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ შავ ზღვაში უკრაინის მიერ რუსულ ტანკერებზე განხორციელებულ თავდასხმებს „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის აქტები“ უწოდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და კავშირის სახელმწიფო მდივანის, ზოლტან კოვაჩის თქმით, ამის შესახებ სიიარტომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრმა ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურებს მოუწოდა, უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმების მიმართ კრიტიკული იყვნენ.
„დრუჟბას ნავთობსადენზე უკრაინის თავდასხმებმა ზიანი მიაყენა უნგრეთს, სლოვაკეთს და არა რუსეთს, თუმცა თავდასხმები მაინც შეაქეს ევროკავშირის ლიდერებმა“, – განაცხადა სიიარტომ.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გამბიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებზე Kairos-სა და Virat-ზე უკრაინამ იერიში განახორციელა.