რეზონანსი
10.12.2025

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, სოზარ სუბარი პარლამენტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბიუჯეტში მასწავლებლების ხელფასის გაზრდა გათვალისწინებული იქნებოდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორედ შერჩევა. ამ ფონზე, უცებ ვხედავთ, რომ სკოლის მასწავლებლების ხელფასი პრაქტიკულად არ იზრდება. მასწავლებელი არის ის მთავარი რგოლი, რომელიც ზრდის მომავალ თაობას. თუმცა, მეორეს მხრივ, მასწავლებლების ხელფასის გაზრდა ბევრს ვერაფერს ვერ მოგვცემს, თუ ამავდროულად არ ვიზრუნეთ, რომ ეს მასწავლებლები ასწავლიდნენ იმას, რაც უნდა ასწავლონ, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია უნდა გაიზარდოს და მე ბიუჯეტში ვერ ვნახე ამ მიმართულებით რაიმე სერიოზული ნაფიქრი იყოს," - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, პარლამენტში ბიუჯეტი განიხილეს. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. პროექტში რეალური ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტია, მისი ჯამური ოდენობა 36 მილიარდ 300 მილიონია.

მომავალი წლიდან იზრდება პენსიები და საჯარო მოხელეების ანაზღაურებაც. პროექტში გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა სხვადასხვა სამინისტროსთვის, მათ შორის ძალოვანი უწყებებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×