რეზონანსი
08.12.2025

რა იცვლება განათლების სისტემაში, რატომ გახდა საჭირო რეფორმების გატარება", - ამის შესახებ გადაცემაში „შუადღე" საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ისაუბრა.

„11-წლიანი სასწავლო პროცესი ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა არიან მე-9 კლასში არიან, სადაც მეთორმეტე კლასი მათი სურვილი შემთხვევაში იფუნქციონირებს.

პროცედურა კი იქნება ასეთი: მე-9 კლასს როცა კლასი დაამთავრებს, მიიღებენ ატესტატს, რომელიც არის საკმარისი სრული საშუალო საფეხური დაამთავრო და ზოგადი განათლება მიიღო. რაც შეეხება მე-12 კლასს სახელმწიფო დაარეგისტრირებს ყველა მსურველს. რეგისტრაციის გავლა კი დაახლოებით მარტიდან დაიწყება და უკვე ჩვენ გვეცოდინება სად არის, რამდენი მოსწავლეა და რომელ სკოლებში სურვილი გააგრძელონ სწავლა. რამდენიც

დაგვჭირდება იმდენ მეთორმეტე კლასს გავხსნით", - განმარტა თამარ მახარაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ინკლუზიური განათლების შესახებაც, მისი თქმით ინკლუზიური განათლების საკითხი რჩება მთავარ გამოწვევად.

„ერთ-ერთ გამოწვევად, სწორედ ეს თემა დავასახელეთ. შშმ პირებისთვის და პლუს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, მთელი რიგი აქტივობები გვაქვს განხორციელებული. დღეს შშმ პირებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს შეუძლიათ, მიიღონ სწავლა-განათლება

ჩვეულებრივ სკოლებში. ამასთან, გვაქვს სპეციალური საჭიროების მქონე მასწავლებლის დეფიციტი, მათ შორის ფსიქოლოგიური და სოციალური მუშაკების. სწორედ ამ მიმართულებით განათლების სამინისტრო ძალისხმევას გააორმაგებს", - აღნიშნა მახარაშვილმა.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×