რეზონანსი
06.12.2025

„ბიბისიმ“ საკუთარი საგამოძიებო სიუჟეტი კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მოამზადა, სუს-ის ბრიფინგით არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, არც მიღება-ჩაბარების აქტი, არც კონტრაქტორი კომპანია, არც ებრაული კომპანია, რაზეც იყო საუბარი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ის მიერ მხოლოდ 4-5 დეკემბრის მოვლენებზე საუბარი და ამით ყველა დანაშაულებრივი პროცესის დაფარვა, მიანიშნებს იმაზე, რომ ახლა მიმდინარეობს ე.წ. სამართლებრივი საგამოძიებო პროცესი ივანიშვილის და მისი რეჟიმის დანაშაულების დასაფარად.

„ცხადია, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ვერ პოულობენ საქართველოში სიმართლეს, მას საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში აუცილებლად იპოვნიან. ეს არის დანაშაულის დაფარვის მცდელობა, ეს იყო პატაკი ივანიშვილს. მდინარაძე ამით ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ ეუბნება, რომ სიმართლეს საქართველოში ვერ იპოვნიან. ასევე, არსებობს მამუკა მდინარაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რომელიც მედიის შეზღუდვას ისახავდა მიზნად და იქ არის ჩანაწერი, რომ „ბიბისის“ სტანდარტით ხელმძღვანელობდნენ და ახლა „ბიბისი“ მტრად გამოაცხადეს. ცხადია, თუ ჩვენი თანამოაქალაქეები სიმართლეს საქართველოში ვერ მიაღწევენ, ამას აუცილებლად მიაღწევენ საერთაშორისო საგამოძიებო პროცედურების ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო გამოძიება იქნება სრული, ობიექტური და მიუკერძოებელი“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×