
2025 წლის ოქტომბერში, თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში დედაქალაქში 4 232 ბინა გაყიდა, გასული წლის ოქტომბერში კი ტრანზაქციების რაოდენობა 3 783-ს შეადგენდა.
გაყიდვების პარალელურად გაზრდილია ფასებიც. კერძოდ, წელს ოქტომბერში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 352 დოლარი იყო, გასული წლის ოქტომბერში კი 1 307 დოლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ ბინები 3.4%-ით გაძვირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ უბნების მიხედვით, წელს საცხოვრებელი ბინების ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაშლიჯვარში.
2025 წლის ოქტომბერში, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასები თბილისში უბნების მიხედვით ასეთი იყო: მთაწმინდა - 3 029 დოლარი; ვაკე - 2 571 დოლარი; ჩუღურეთი - 1 931 დოლარი; საბურთალო - 1 584 დოლარი; კრწანისი - 1 546 დოლარი; დიდუბე - 1 346 დოლარი; ისანი - 1 295 დოლარი; ნაძალადევი - 1 149 დოლარი; სამგორი - 1 071 დოლარი; დიდი დიღომი - 1 057 დოლარი; გლდანი - 1 028 დოლარი; ვაშლიჯვარი - 1 021 დოლარი.