რეზონანსი
06.12.2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სუს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება და აღნიშნავს, „კრამიტდაცურებულ ნაცაქტივისტთა საყურადღებოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენს პოლიციას „კამიტი“ არასდროს ჰქონია არსენალში; ვისაც მაინც არ სჯერა, „არაბიზაციის“ ანდა „ჩელიაბინსკიზაციის“ თემაზე გადაერთოს. აბაშიძის შეფასებით, რაც მთავარია, მათ წაქეზებას კვლავ უშედეგოდ ცდილობს სუვერენულ საქართველოზე გამწარებული ევროკრატია, რომლის გავლენებს სულ სხვა მიზეზებით ტრამპი ამცირებს.

„კრამიტდაცურებულ ნაცაქტივისტთა საყურადღებოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენს პოლიციას „კამიტი“ არასდროს ჰქონია არსენალში; ვისაც მაინც არ სჯერა, „არაბიზაციის“ ანდა „ჩელიაბინსკიზაციის“ თემაზე გადაერთოს. თვითგაბრიყვების ის მასშტაბი, რაც რადიკალურ ოპოზიციაშია უპრეცედენტოა გლობალური მასშტაბითაც. რაც მთავარია, მათ წაქეზებას კვლავ უშედეგოდ ცდილობს სუვერენულ საქართველოზე გამწარებული ევროკრატია, რომლის გავლენებს სულ სხვა მიზეზებით ტრამპი ამცირებს. როგორმე გადავიტანთ უზნეოთა შეტევათა ტალღებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია“, - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×