რეზონანსი
06.12.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, საქართველოს, გარე მტრებთან ერთად, უამრავი შიდა მტერი ჰყავს. ეს ადამიანები მზად არიან საერთაშორისო სამართლით დაშვებული ნივთიერება „პირველ მსოფლიო ომის შემდგომ აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებად“ წარმოაჩინონ, შემდეგ კი თავი მოიკლან, რომ აღნიშნული ფაქტი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას დააჯერონ, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, გამოეწვიათ „ქარიშხალი ჭიქაში“, მათი „ოპერაცია“ კრახით დასრულდა. უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა მხოლოდ ის საშუალება, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის დაშვებული.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, საქართველოს, გარე მტრებთან ერთად, უამრავი შიდა მტერი ჰყავს. ეს ადამიანები მზად არიან საერთაშორისო სამართლით დაშვებული ნივთიერება „პირველ მსოფლიო ომის შემდგომ აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებად“ წარმოაჩინონ, შემდეგ კი თავი მოიკლან, რომ აღნიშნული ფაქტი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას დაუჯერონ.

მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ და პროვოკაციის ორგანიზატორები კანონით შესაბამისად მკაცრად დასაჯონ. რადგან გლობალური ძალები მხოლოდ ამ პროვოკაციით არ შემოიფარგლებიან, ისინი კვლავ შეეცდებიან სიტუაციის არევას. გამოძიება ერთგვარი პრევენცია უნდა გახდეს, რომელიც მომავალში ადამიანებს მსგავს ბინძურ პროვოკაციაში მონაწილეობის სურვილს გაუქრობს.

რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, გამოეწვიათ „ქარიშხალი ჭიქაში“, მათი „ოპერაცია“ კრახით დასრულდა. უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა მხოლოდ ის საშუალება, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის დაშვებული და რომელსაც სხვა ქვეყნები ანალოგიურ სიტუაციებში იყენებენ. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, ნივთიერება რომელიც შსს-მ გამოიყენა არის აპრობირებული, უსაფრთხოების პრინციპებზე დაფუძნებული მეთოდი, რომელსაც კამიტთან და სხვა აკრძალულ ნივთიერებთან საერთო არ აქვს!“, - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×