რეზონანსი
06.12.2025

ფაქტობრივად, ყველაფერზე აწერენ ხელს, სრული სიცრუის ტირაჟირებაც კი მათთვის არის შესაძლებელი, ოღონდ კი სათანადო ზეწოლა და ძალმომრეობა მოახდინონ ჩვენს ერზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. მან კომენტარი უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებულ მედიებზე გააკეთა.

„მიზანმიმართული და თავაშვებული შეტევა საქართველოზე, ქართველ ხალხზე, რომელიც უკვე წლებია გრძელდება ყველა მიმართულებით, სურვილით, ჩვენი ქვეყანა ქართველი ხალხი აიძულონ, გააკეთოს ის, რაც მის ინტერესში - სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესში არ შედის. ფაქტობრივად, ყველაფერზე აწერენ ხელს, სრული სიცრუის ტირაჟირებაც კი მათთვის არის შესაძლებელი, ოღონდ კი სათანადო ზეწოლა და ძალმომრეობა მოახდინონ ჩვენს ერზე. ყველა საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ჩვენ მიერ იყო მიღებული ამ პერიოდში, ერთმნიშვნელოვნად ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×