რეზონანსი
06.12.2025

აშშ-ის ახალი დოქტრინა, უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, - წერს “ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე. მისი განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელ ბიუროკრატებს სიმართლეს ეუბნება, თუმცა, ისინი კვლავ სირაქლემას პოზიციას ირჩევენ.

“აშშ-ის ახალი დოქტრინა, უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის. მათ არ სურდათ სიმართლისათვის თვალის გასწორება - ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში და უკრაინელებს რუსეთთან ომისკენ უბიძგეს. 

ახლა, როცა ტრამპის ადმინისტრაცია მათ სიმართლეს ეუბნება - ისევ სირაქლემას პოზიციას ირჩევენ. ერთი რამ ცხადია - თუ ასე გააგრძელებს, ევროკავშირი ამ ფორმით აღარ იარსებებს!” - წერს ვახტანგ თოფურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×